Agroanaliz Georgia

სტატიები

არაფესვოვანი კვება: არასწორი მიდგომა და ძირითადი შეცდომები

აგრონომების მომზადების დონე, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან სასოფლო სამეურნეო წარმოებაში, იზრდება ყოველწლიურად. მაგრამ არც მიწათმოქმედების ტექნიკური აღჭურვილობის განვითარება არ დგას ერთ ადგილას. წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიების ერთ ძირითად შემადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი მოსავლის მიღებას, წარმოადგენს სასუქების გამოყენება. იზრდება სახნავ-სათესი მიწის ჰექტარზე გამოსაყენებელი სასუქების მოცულობები, ასევე ჩნდება მათი გამოყენების ახალი, სულ უფრო მრავალფეროვანი საშუალებები.

ფინანსური კრიზისის დროსაც კი, როცდესაც ბევრი წარმოება განიცდიდა ბრუნვადი საშუალებების დეფიციტს, სასუქისთვის შოულობდნენ ფულს, იმიტომ, რომ აცნობიერებდნენ: სასუქის გარეშე დიდ მოსავალეს ვერ მიიღებდნენ.
გამოცდილი სპეციალისტებიც კი უშვებენ შეცდომებს, როგორც შეხედულებებში თვით მცენარის კვების სისტემაზე, ასევე მისი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხებში. და ყველაზე ხშირად ისინი ეხება მინერალური სასუქის გამოყენების მეთოდებს – არაფუძისეულ კვებას. გთავაზობთ ეტაპობრივად გაერკვეთ ამ დელუზიების არსში./p>

დელუზია პირველი: არაფუძისეული კვება საერთოდ არ არის საჭირო. ჯერ კიდევ 1770 წელს ა.ტ. ბოლოტოვმა ჩამოაყალიბა მცენარეების მინერალური კვების თეორია, ხოლო მოგვიანებით უ. ლიბლიხმა დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ მინერალური კვება ხდება პრიორიტეტულად ფუძისეული სისტემით. მას შემდეგ აგრონომებს სისტემატურად შეაქვთ სასუქი ნიადაგში, ხოლო ამის კეთება მათ დაიწყეს ჯერ კიდევ არისტოტელეს დროიდან. ეს არის საიმედო საშუალება, რომელიც შემოწმებულია აგრონომიული პრაქტიკის ასწლეულებით. სწორედ ამიტომ არიან არც თუ ისე ცოტა აგრონომები, რომლებიც დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ცხოველი იკვებება პირით, ხოლო მცენარე ფესვებით, ამიტომაც სასუქი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ნიადაგში. ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ უნდა გამოიყენოთ სასუქი ფოთლებზე.

მიზეზი პირველი: თანამედროვე ელექტროდამზოგავი ტექნოლოგიების განვითარება. ნიადაგის მინიმალური დამუშავება, მითუმეტეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოშენების ნულოვანი ტექნოლიგია მნიშვნელოვნად ამცირებს სასუქის გამოყენების მეთოდების არჩევის შესაძლებლობებს კლასიკური აგროქიმიული ტექნოლოგიებისაგან განსხვავებით (იხ. ცხრილი 1).

ამრიგად, რაც უფრო ნაკლები რჩება ჩვენს განკარგულებაში სასუქის გამოყენების შესაძლებლობები ახალი ტექნოლოგიების დაფუძნებისას, მით უფრო მნიშვნელოვანია მათი სწორი გამოყენება.

მიზეზი მეორე: მცენარის ფესვების მიერ ნიადაგიდან გარკვეული საკვები ელემენტების ათვისების ინტენსიობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, კერძოდ ტემპერატურაზე, ტენიანობაზე, ნიადაგის აერაციაზე, рН დონეზე და ნიადაგში მარილის შემადგენლობაზე, კულტურის ფუძისეული სისტემის განვითარებზე. ამიტომ ხშირად იქმნება სიტუაცია, როდესაც ესა თუ ის ელემენტი არის ნიადაგში საკმარისი რაოდენობით, მაგრამ დაბალი ტემპერატურის გამო ფესვები მას ცუდად ითვისებენ, ამიტომაც მცენარე განიცდის მკვებავი ელემენტების დეფიციტს. ოპტიმალური გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევაში – არაფუძისეული კვებაა. შესაფამისი სასუქის მცირედი რაოდენობის ფოთოლზე დატანებით შეგვიძლია მივიღოთ სწრაფი შედეგი, ანუ შესამჩნევად გავაუმჯობესოთ მცენარის მდგომარეობა.

მიზეზი მესამე: არაფუძისეული კვების გატარება მიზანშეწონილია მაშინ, როცა ფუძისეული სისტემის აქტივობა ცხრება. კარგი მაგალითია – კლასიკური მეთოდი მარცვლების ფუძისეული კვებით შარდოვანათი მარცვალში წებოვნების შემადგენლობის ასამაღლებლად.

მიზეზი მეოთხე: მცენარეების კვება უნდა განახორციელოთ მაშინ, როდესაც შეუძლებელია განახორციელო რიგთაშორისი დამუშავება ტექნოლოგიურად, მაგალითად, როდესაც კულტურულმა მცენარემ მიაღწია სიმაღლეს, რომელიც არ იძლევა კვების კულტივაციის განხორციელების საშუალებას.

მიზეზი მეხუთე: საკვები ელემენტების ეკონომია. სასუქის ფოთოლზე დატანებისას (განსაკუთრებით, თუ მცენარის ვეგეტატიური აპარატი უკვე კარგადაა განვითარებული) პრაქტიკულად გამორიცხულია მისი არაპროდუქტიული დანაკარგები, თითქმის ყველა სასუქი ხვდება მცენარეში. მაშასადამე, თუ არაფუძისეული კვება ასეთი მნიშვნელოვანი და მოსახერხებელია, მაშინ იქნებ ღირს მხოლოდ მათი გამოყენება?

დელუზია მეორე: მხოლოდ არაფუძისეული კვება! ეს მიმზიდველია, რათქმაუნდა, მაგრამ სამწუხაროდ შეუძლებელია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მცენარის მოთხოვნები საკვებ ელემენტებში ათჯერ უფრო დიდია, ვიდრე შეიძლება მათ მისცეთ ფოთლისეული კვებით. შევადაროთ ცნობარის მაჩვენებლები (იხ. ცხრილი 2) მცენარეების მიერ საკვები ელემენტების გამოტანით 1 ჰა-ზე იმ რაოდენობის ელემენტებით, რომლებიც მცენარეს შეუძლია მიიღოს არაფუძისეული კვებისას. გამარტივებისათვის ჩვენ ავიღეთ მხოლოდ ერთი ელემენტი – ფოსფორი, ხოლო სასუქად – მეტნაკლებად კონცენტრირებული ფორფორზე მონოკალიუმფოსფატი (52% Р2О5).

მაშასადამე, რამდენი არაფუძისეული კვება უნდა აწარმოოთ, რომ უზრუნველყოთ მცენარეების მოთხოვნილება ნიადაგზე, რომელიც უზრუნველყოფილია ფოსფორის დაბალი დონით? დაახლოებით ოცდაათი! და ეს მხოლოდ ფორფორისთვის! არის კიდევ აზოტი, კალციუმი, გოგირდი და მთელი რიგი სხვა საკვები ელემენტები… საეჭვოა, რომ მოიძებნოს აგრონომი, რომელიც სერიოზულად განიხილავს ასეთ „სასუქის გამოყენების გეგმას“. ამ პრობლემიდან არის მხოლოდ ერთი გონივრული გამოსავალი – სწორად შევუთავსოთ ფუძისეული და არაფუძისეული კვება მცენარის მოთხოვნილებების, ნიადაგის უზრუნველყოფის და გაშენებისთვის არჩეული ტექნოლოგიქბის განსაკუთრებულობის შესაბამისად.

აქედან გამომდინარეობს, რომ უნივერსალური რეცეპტები არ არსებობენ. მინერალური კვების დაგეგმვა – ეს ძალიან საპასუხისმგებლო და რთული გაანგარიშებაა, რომელიც უნდა აწარმოონ სპეციალისტებმა ნიადაგის, რომელიც ინდივიდუალურია თითოეული მეურნეობისათვის, და ცალკეულად აღებული მინდვრის ანალიზის საფუძველზე.

ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად გათვალოთ სასუქის საჭირო რაოდენობა, სწორად აარჩიოთ მათი შეტანის ფორმა, საშუალება და ვადები. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არაფუძისეული კვებისათვის გამოიყენება საკმაოდ კონცენტრირებული ქიმიური შენაერთების ხსნარები, რომლებიც აქტიურად ზემოქმედებენ მცენარეებზე. ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება მიგვიყვანოს ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევამდე, რომლებიც მიმდინარეობს მცენარეში, ფოთლების დაწვამდე და მოსავლის დაკარგვამდე. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება ასეთი შეცდომების დაშვებაზე.

შეცდომა პირველი: სამუშაო ხსნარის დაშვებული კონცენტრაციის გადაჭარბება. სამუშაო სითხის მოხმარების ზრდა 1 ჰა-ზე მორწყვისას მიჰყავს საწვავის ხარჯვის გადაჭარბებამდე და დამუშავების ოპტიმალური ვადების დარღვევამდე, აჭიანურებს ოპერაციის განხორციელების ვადებს. ამის თავიდან აცილების მიზნით ჩვენ იძულებულები ვართ გამოვიყენოთ ძალიან მაღალი კონცენტრაციის ხსნარები, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს ფოთლების დამწვრობა. როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? წაიკითხეთ ეტიკეტი! ფოთლისებური კვების სასუქის პროფესიონალი მწარმოებლები აუცილებლად წერენ შეფუთვაზე არა მხოლოდ ჰექტარზე სასუქის რეკომენდირებულ დოზებს, არამედ სამუშაო ხსნარის კონცენტრაციას ან სამუშაო სითხის გახარჯვას ჰექტარზე. თუ არ წერია – ეძებეთ ცნობარებში, დაეკითხეთ პროფესიონალ კონსულტანტებს. არ იმუშაოთ შემთხვევითობაზე! ასევე უნდა გაითვალისწინოთ დამუშავების ჩატარების დრო და ამინდი, ვინაიდან ბევრი კულტურის ფოთლის ზედაპირის მდგრადობა დამწვრობის მიმართ დამოკიდებულია ცვილის წებოვნების სისქეზე, ის კი მაქსიმალურია სიცხის დროს და მინიმალურია წვიმის შემდეგ.

შეცდომა მეორე: შერევა სხვა პრეპარატებთან.

ცდუნება დიდია – ფულის ეკონომია, არ შეასრულოთ შემაშხურებლის მინდორზე ზედმეტი გასვლა, აწარმოოთ კვება მცენარეთა დაცვის საშუალებების ავზური ნარევის სახით. გონივრული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ყოველთვის არა. სამწუხაროდ არის გამონაკლისები. ერთერთი მაგალითი – 1 ფოტოზე. კოლბა А – ეს არის სასუქის ხსნარი არაფუძისეული კვებისათვის (ცისფერ ელფერს ანიჭებს ხსნარში შემავალი სპილენძი). კოლბა В – ფუნგიციდის ხსნარი მოქმედ ნივთიერებასთან, ალუმინის ფოსეტილი. ეს ხსნარი ასევე უფერული და ერთგვაროვანია. ხოლო კოლბა С – ამ ნივთიერებების შენარევია. ზუსტად ამ კოლბაში შეიმჩვნევა მსხვილი კონგლომერატების წარმოქმნა, ფაქტიურად ახალი ქიმიური შენაერთების, სრულიად არასასურველი არც მცენარისათვის, არც სარწყავისათვის. 2 ფოტოზე – ფოთლისეული საკვების პრეპარატების გერბიციდების ხსნარში დამატების შედეგი. დამწვრობა. უმეტესი გერბიციდების სელექტიური მოქმედება გამომდინარეობს ძალიან თხელი ბალანსირებული დოზიდან და იმასთან კონცენტრაციით, რომ არ დაწვას მცენარე და არ დატოვოს ცოცხალი სარეველა. ზოგჯერ გერბიციდების ხსნარში მცირედი რაოდენობის სხვა ნივთიერების დამატებაც კი არღვევს ამ ბალანსს. და არ ღირს მერე პრეტენზიების გამოთქმა ქიმიური ელემენტების მწარმოებლისათვის. უბრალოდ, პრეპარატების შერევის გადაწყვეტილების მიღებისას, გულდასმით უნდა შეისწავლოთ შეთავსებადობის ცხრილი. როგორც წესი ასეთი ცხრილი შეგიძლიათ მიიღოთ მწარმოებლებისაგან ან პროფესიონალურ საკონსულტაციო კომპანიებში.

შეცდომა მესამე: სამუშაო სითხის უხარისხო გადანაწილება ფოთლების ზედაპირზე. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა კვების ელემენტები განსხვავებულას იქცევიან მცენარის შიგნით. ბევრი ექსპერიმენტებით დამტკიცებულია, რომ ყველა საკვები ელემენტები, რომლებიც საჭიროა მცენარისათვის, ამა თუ იმ დონეზე ათვისებადია ფოთლის აპარატით. შეწოვის და მკვებავი ნივთიერებების ფოთლის შიგნით განთავსების პროცესები, ასევე მათი ტრანსპორტირება მცენარის სხვა ორგანოებთან დამოკიდებულია მკვებავი ელემენტების მობილურობის ხარისხით.

მობილური ელემენტები (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი) გადაადგილდებიან ზევიდან ქვევით შთანთქმის წერტილიდან. მათ შეუძლიათ იმოძრაონ მცენარის იმ ორგანოებისაკენ, რომლთაც ისინი უფრო ჭირდებათ. ძირითადად ეს არის კვირტები, ახალგაზრდა ფოთლები და მზარდი ფესვები. დაბალი მობილობის ელემენტები (სპილენძი, რკინა, მარგანეცი, ბორი და კალციუმი) გადანაწილდებიან მხოლოდ ფურცელზე მოხვედრიდან ზევით (აკტოპეტალურად). ამიტომაც, თუ მორწყვის დროს მცენარის ქვედა ფოთლებს არ დავფარავთ ხსნარით, გარკვეული ელემენტები მათთან ვერ მიაღწევენ.

შეცდომა მეოთხე: დოზის არასწორი გათვლა ლენტური შეტანისას. ეს საკითხი ხდება სულ უფრო აქტუალური ლენტური მორწყვის პოპულარობის ზრდასთან ერთად. სასუქის ლენტური შეტანა (მხოლოდ ახალგაზრდა მცენარეების მწკრივის მორწყვა, სასუქის დანაკარგის გარეშე რიგთაშორის მიწის დამუშავებაზე) იძლევა პრეპარატის ეკონომიის საშუალებას, განსაკუთრებით მცენარეების განვითარების პირველ ეტაპზე, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ არიან დიდები. მაგრამ დაკვირვებით უნდა გავთვალოთ დოზა და სამუშაო სითხის რაოდენობა. თუ ლენტური სარწყავი სამუშაო ხსნარით ფარავს, მაგალითად, რიგთაშორისი სიფართის მხოლოდ მესამედს, მაშინ პრეპარატის და ხსნარის ხარჯვა უნდა შევამციროთ სამჯერ. შეცდომა ამ შემთხვევაში მიგვიყვანს სერიოზულ შედეგებამდე. ჩვენ არაერთხელ გაგვიგია ფერმერისაგან, რომელთა მცენარეებიც დაზარალდნენ დამწვრობისაგან, რომ საიდან მოვიდა დამწვრობები, სასუქი ხომ გამოყენებული იყო რეკომენდაციის შესაბამისად, – 3 კგ. ჰექტარზე. სულერთია, თუმცა უნდა გვეფიქრა იმაზე, რომ ფაქტიურად დამუშავდებოდა არა ჰექტარი, არამედ მხოლოდ ჰექტარის მესამედი – ნათესის სუფთა ადგილზე.

შეცდომა მეხუთე: შეტანის ვადების მცდარი დადგენა. თითოეული მცენარისათვის დამახასიათებელია საკვები ელემენტების გამოყენების შესაბამისი დინამიკა. არაფუძისეული კვებისას ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ მცენარეებს ელემენტები მარაგით, როგორც ამას ხშირად აკეთებენ ნიადაგში შეტანისას, ვინაიდან ყველაფერი, რაც დაიტანება ფოთოლზე, ძალიან მალე ხვდება მცენარეში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს და გავითვალისწინოთ ფოთლისეული კვების გატარებისას, როდის საჭიროებს მცენარე ყველაზე მეტად აზოტს, როდის ფოსფორს, როდის დგება მიკროელემენტებით უზრუნველყოფის კრიტიკული პერიოდი.

შეცდომა მეექვსე: „კოქტეილი კვების ელემენტებისაგან“, ან რომელი სასუქი გამოვიყენოთ? თანამედროვე სასუქის არჩევანი არაფუძისეული კვებისათვის ძალიან დიდია. არაფუძისეული კვებისათვის განკუთვნილი პრეპარატები ძალიან განსხვავდება შემადგენლობით, მოქმედი ნივთიერების ფორმით და ფასით. ამასთანავე ყველაზე ძვირიანი პრეპარატი ყოველთვის არ არის ყველაზე ხარისხიანი. ასეთი პრეპარატების ყველა განსხვავება კლასიფიცირებულია ცხრილში 3.

თანამედროვე სასუქები არაფუძისეული კვებისათვის – ეს უბრალო სასუქის ნაზავი არაა, რომელიც შეზავებულია მიკრო და მაკრო ელემენტებით. მათი წარმოებისათვის სერიოზული კომპანიები იყენებენ წმინდა ქიმიურ ნედლეულს.

ფოთლის მინერალური სასუქის არჩევისას პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება მის შემადგენლობას. უბრალო სასუქებს გააჩნიათ საკმაოდ ღარიბი ქიმიური შემადგენლობა, სიწმინდის დაბალი დონე, ცუდი ხსნადობა და ფოთლის ზედაპირის დასველება. გარდა ამისა, მათი გამოყენების შემდეგ ფოთლებზე შეიძლება გაჩნდეს მარილის ნადები. მათი მოხმარება გამართლებულია მხოლოდ ექსტენსიური ტიპის კულტურებზე, როცდესაც არ შეიძლება გვქონდეს დიდი მოსავლის იმედი, მაგრამ მაინც უნდა ვუზრუნველყოთ მცენარე შესაბამისი კვებითი ელემენტებით.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ფორმითაა წარმოდგენილი მოქმედი ნივთიერება. ერთერთი ყველაზე ეფექტურია ჰელატური ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ხსნარის სტაბილურობას და მცენარის მიერ მისი შთანთქმის მაღალ დონეს, მაგრამ ეს შესამჩვნევად ისახება ასეთი ხსნარის ფასზე. ზოგჯერ ჰელატების ნაცვლად იყენებენ შედარებით იაფ კომპლექსურ ფორმას (ორგანული მჟავების კომპლექსს). ასეთი შენაერთები ნაკლებად სტაბილურია და შედარებით ცუდად ათვისებადი, მაგრამ ბევრ შემთხვევაში შეუძლიათ დაგვეხმარონ მცენარის კვების დაკორექტირებაში. თანამედროვე შემუშავება – ეს პოლიმერული ჰელატური კომპლექსებია. ისინი პრაქტიკულად არ კარგავენ ეფექტურობას ძალიან დაბალ ან ძალიან მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას, გარდა ამისა, შენაერთების სიწმინდის მაღალი დონე უზრუნველყოფს მათ დიდ ეფექტურობას. და მაინც, როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება? როდის, რამდენი და რომელი სასუქი დავიტანოთ ფოთოლზე? პასუხი ამ კითხვაზე შეიძლება გაგვცეს მხოლოდ მცენარის ქსოვილის აგროქიმიულმა ანალიზმა. ხშირად ასეთი ანალიზი ტარდება სველი მინერალიზაციით – ორგანული ნივთიერების კონცენტრირებული გოგირდის მჟავით დაწვით (იხ. სურათი 2) ყოველი ელემენტის შემდგომი ქიმიური ანალიზით. ანალიზის შედეგებს ადარებენ ცნობარის მონაცემებთან თითოეული კულტურის უზრუნველყოფის დონით მცენარის მოცემული განვითარების დონისათვის და ასეთი შედარების საფუძველზე იძლევიან კვებისათვის ასარჩევი სასუქის რეკომენდაციას.

ეს სამუშაო ითხოვს რთულ აღჭურვილობას და სპეციალისტების მომზადების მაღალ დონეს, მაგრამ ალტერნატივა არაა. გამოვიყენოთ ყველაფერი და ბევრი – არ არის სწორი, ეს ძალიან ძვირია წარმოების ეკონომიკისათვის და საშიშია მცენარისათვის.

ვადიმ დუდკა,
„აგრო ანალიზის“ კომპანიის დირექტორი, ქ. კახოვკა, უკრაინა
წყარო: zerno-ua.com