Agroanaliz Georgia

მთავარი

თუ ანოყიერებთ ნიადაგს – მაშინ გააკეთეთ ეს სწორად!

„როგორ გავანოყიეროთ? ძალიან ადვილად, ჩვენითაც გავანოყიერებდით!“, – გეტყვით თქვენ ნებისმიერი აგრონომი. მაგრამ თუ მოინდომებთ გააკეთოთ ეს სწორად, ანუ მაქსიმალური ეფექტურობით, პროდუქციის ხარისხის ზარალის გარეშე და ა.შ. – მაშინ სასუქი აღმოჩნდება ძალიან რთულ საქმედ, რომელშიც უნდა გაითვალისწინოთ უამრავი პარამეტრები… ამაზე მოგვითხრობს გამოჩენილი სპეციალისტი.

მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა არა მაქსიმალური, არამედ ოპტიმალური სასუქის დოზით.
სასუქს დღეს იყენებს ყველა. ორგანულს, მინერალურს, უბრალოს, რთულს, სპეციალურს – ყველაფერი დამოკიდებულია წარმოების ტექნოლოგიაზე, საფულის სისქეზე და აგრონომის კომპეტენციაზე. სურსათზე მოთხოვნილება იზრდება, აგრარული ბიზნესი ხდება სულ უფრო რენტაბელური და მწარმოებლები მზად არიან ჩადონ ინვესტიციები ტექნოლოგიებში, მათ შორის მინერალურ კვებაშიც.

ორგანული სასუქის ყველა დამსახურების მიუხედავად, ისინი არ შეიძლება იყოს საკმარისი პროდუქციის წარმოების საჭირო ზრდის უზრუნველსაყოფად, ამიტომაც ფროფესიონალი მეწარმეები ძირითადად მუშაობენ მინერალურ სასუქებთან. აი მათზე ვისაუბროთ.

დასაწყისისათვის უნდა გავარკვიოთ მოსაზრება: „ მცენარეების საჭიროების უზრუნველყოფა მინერალური კვებით“. რა არის ეს?

არის ამ მოსაზრების ბევრი განსაზღვრება. მაგრამ მათი აზრი არის ერთი: იმისთვის რომ სწორად ვუზრუნველყოთ მცენარის ელემენტებით კვება, უნდა ვიპოვოთ პასუხები ოთხ კითხვაზე: 1 – რამდენი კვებითი ელემენტი? 2 – რომელი სასუქის სახით? 3 – როდის გამოვიყენოთ? 4 – როგორ გამოვიყენოთ?

დავიწყოთ პირველი კითხვიდან. საკვები ელემენტები როგორც წესი იყოფა მაკრო-, მეზო- და მიკროელემენტებად (მათი მცენარეში შემადგენლობიდან გამომდინარე). აქ არ შედის ისეთი მნიშვნელოვანი კვების ელემენტების კომპონენტები, როგორიცაა ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, ვინაიდან მცენარე მათ თავისით ითვისებს ატმოსფეროდან და ნიადაგიდან, და (თბილური ტექნოლოგიების იშვიათი გამონაკლისების გარდა) საუბარი არ მიდის მათ დამატებით შეტანაზე, როგორც საკვები ელემენტის. აი სხვა დანარჩენი კი, როგორც წესი, საჭიროა შევიტანოთ სასუქის სახით.

მაშასადამე, რომ დავგეგმოთ ეს შეტანა, უნდა განვსაზღვროთ – რა რაოდენობის თითოეული ელემენტი სჭირდება თქვენს მცენარეს?

ყველა იღებს ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად.

პირველი ვერსია: „ყველაფერი და ბევრი!“. ეს მიდგომა ძალიან პოპულარული იყო იაფიანი სასუქის ეპოქაში, ასევე ის დღემდე შეინიშნება მეურნეობაში, რომელთაც აქვთ მუდმივი ფინანსური მხარდაჭერა ან სახელმწიფოსაგან, ან ინვესტორისაგან. ეს მიდგომა ისეთივე მარტივია, როგორიც არასწორი. იმისთვის რომ სწორად ვუზრუნველყოთ მცენარე საკვები ელემენტებით, უნდა მივცეთ მათ ეს ელემენტები ზუსტად იმდენი, რამდენიც მათ სჭირდებათ.
წლების წინ მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს მიწათმოქმედების ხუთი ძირითადი კანონი. ერთერთი მათგანი – ოპტიმუმის კანონში წერია: „მაქსიმალური მოსავალი მიიღწევა არა ნებისმიერი ფაქტორის მაქსიმალური მნიშვნელობით, არამედ ოპტიმალურით“.

ნიადაგის უზრუნველყოფის კარტოგრამა გაცვლითი კალიუმით

ნიადაგის უზრუნველყოფის კარტოგრამა გაცვლითი კალიუმით

იმისთვის, რომ ეს თვალსაჩინოდ ვნახოთ, ჩვენ ჩავატარეთ არც თუ ისე რთული ექსპერიმენტი – გავზარდეთ კომბოსტოს ნერგები ტორფის სუბსტრატში მინერალური კვების ხუთ ფონზე: 1 – სასუქის გარეშე, 2 – მოცემული ტექნოლოგიისათვის გათვლილი სასუქის დოზის 50 %-ის შეტანით, 3 – 100%, 4 – 150% და 5 – გათვლილი დოზის 300%-ის შეტანით.

ოპტიმალური დოზა გაითვალა სუბსტრატის ანალიზის შედეგებით კულტურის მოთხოვნების გათვალისწინებით გათვლით-ნორმატიული მეთოდით. სურათზე კარგად ჩანს, რომ თავიდან დოზის გაზრდა იწვევს კულტურის ზრდის და განვითარების დაჩქარებას, ოპტიმალური დონის მიღწევის მერე შემდგომი დოზის გაზრდა უკვე აღარ იძლევა დადებით ეფექტს, და კიდევ უფრო მაღალი დოზები უკვე იწვევენ მცენარის ზეწოლას და ტოქსიკოზს.

აგრონომებს, რომლებიც მუშაობდნენ საბჭოთა დროის მიწურულს, არც თუ ისე იშვიათად ქონდათ ამ ეფექტის დაკვირვების საშუალება. იმ დროში სასუქს მშირად „ინახავდნენ“ პირდაპირ ველზე დაყრით, გროვებად, და შემდეგ წელს სასუქის შენახვის ადგილი ჩანდა ველზე – როგორც უსიცოცხლო ლაქა შიშველ მიწაზე, რომლზეც რამდენიმე წილს განავლობში არაეფელი არ იზრდებოდა. იმიტომ რომ მკვებავი ელემენტების გადაჭარბება შეიძლება ისეთივე მავნებელი იყოს მცენარისათვის, როგორც მისი უკმარისობა.

მაშასადამე, მეთოდი „ყველაფერი და ბევრი“ არ გამოგვადგება!

არის მეორე ვერსიაც: „როგორც წიგნში წერია“. წიგნებში წერენ. სასუქის რეკომენდირებული დოზების განსაკუთრებით ზუსტი ციფრები, მოყვანილია წიგნებში, რომლებიც დაწერილია ადამიანების მიერ, რომლებიც შორს არიან აგროქიმიული მეცნიერებისაგან. სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ არ არის და არც შეიძლება იყოს მკვებავი ელემენტების შეტანის ერთიანი ოპტიმალური დოზა ყველა მინდვრისათვის, ყველა კლიმატური ზონებისათვის და ყველა ტექნოლოგიებისათვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ კვების მოთხოვნილება მკაცრად დამოკიდებულია დაგეგმილი მოსავლის სიდიდესთან. ზუსტად ისე, როგორც მეცხოველეობაში და საზოგადოებრივ კვებაში – რაც მეტი პირი უნდა გამოვკვებოთ, მით უფრო მეტი პროდუქტი უნდა მოვიმარაგოთ. მეორე, იმიტომ, რომ ნიადაგი, საბედნიეროდ, არ არის უნაყოფო, მასში შედის ყველა კვებითი ელემენტები ამა თუ იმ რაოდენობით. და ჩვენთვის მოუხერხებლად, ყველა ველი უზრუნველყოფილია მკვებავი ელემენტებით სხვადასხვანაირად.

მოყვანილ კარტოგრამაზე კარგად ჩანს, როგორ განსხვავდება გაცვლითი კალიუმით უზრუნველყოფილი ველი ერთ მეურნეობაშიც კი. ამდაგვარი კარტოგრამა უნდა ქონდეს ყველა აგრონომს, ყველაზე ცოტა, ყველა მაკროელემენტზე მაინც. რა თქმა უნდა, ამ ელემენტების დამატებითი შეტანის საჭიროება სხვადასხვა მინდვრებისათვის არ შეიძლება იყოს ერთნაირი.

ასე რომ გაფხვიერება „ისე, როგორც წიგნში წერია“ – ესეც არასწორია. და იმავე მიზეზით, მინდვრების მონახულებისას და წარმოსადეგი მოსავლის ხილვისას, რომელიც მიღებულია პროფესიონალების მიერ, უაზრობაა იმისი ჩანიშვნა ბლოკნოტში თუ რამდენი და როგორი სასუქი გამოიყენეს მათ. როგორც წესი, ასეთ დიდ მოსავალს იღებენ ისინი, ვინც არ იკოპირებს სხვის გამოცდილებას თვალდახუჭულად, არამედ ნახულობს თავის გამოსავალს, რომლებიც ოპტიმალური იქნება მისი მინდვრისათვის.

მესამე ვერსია: „ორიენტაციისთვის გამოვიყენოთ გარე მაჩვენებლები“. ასეთი მიდგომის მოყვარულები აზარტულად აკოლექციონირებენ ალბომებს მცენარის შიმშილობის გარე მაჩვენებლებით სხვადასხვა მკვებავ ელემენტებზე, დაწვრილებით გაარკვიონ სხვაობა ვენათაშორის გაყვითლებასა და მოზაიკურ გაყვითლებას შორის დეფიციტის დროს… ეს საქმიანობა იმდენად საინტერესოა, რამდენადაც უსარგებლო პრაქტიკულ გამოყენებაში. პირველ რიგში იმიტომ, რომ გარე მაჩვენებლები სხვადასხვა მკვებავი ელემენტების დეფიციტისა შეიძლება გავდეს ერთმანეთს და გამოავლინონ მიდრეკილება სოკოს, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებებისადმი. და მეორე იმიტომ, რომ გარე მაჩვენებლები ჩნდება მაშინ, როცა დეფიციდი ხდება უკვე კრიტიკული.

ავიღოთ, მაგალითად, ძალიან დამახასიათებელი კალცის შიმშილის გამოვლინება პომიდორზე – ზედაპირული დალპობა. ნამდვილად, შეუცდომლად შეიძლება განსაზღვროთ, რომ მცენარეს არ ყოფნის კალცი. მაგრამ აი, როდესაც პომიდორები უკვე დაიფარებიან ასეთი ლაქებთ, კალცის შეყვანა უკვე დაგვიანებულია – მოსავალი დაკარგულია.

ანალოგიური სიტუაცია აქვს, ბორის დეფიციდის დროს, შაქრის ჭარხალს – დაელოდეთ მისთვის დამახასიათებელ გულის დალპობას და ბორის მკვებავი უკვე აღარ დაგჭირდებათ. უკვე ვეღარაფელს ვერ გამოასწორებთ.

ამიტომაც მეთოდი „ორიენტაციისთვის გამოვიყენოთ გარე მაჩვენებლები“ პროფესიონალებისათვის მიუღებელია.

„ყველაფერი და ბევრი“ თემაზე ვარიაციას წარმოადგენს მიდგომა „მოდი მივიღოთ მკვებავი ელემენტების შემადგენლობა ნიადაგში ნულის ტოლფასად და შევიყვანოთ სასუქი მაქსიმალურად“. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ყოველწლიურად ასობით, ათასობით მინდვრების კვლევისას რუსეთში, უკრაინაში და მოლდოვაში, ჩვენ ხშირად ვაწყებით შემთხვევებს, როდესაც მკვებავი ელემენტების შემცველობა ნიადაგში არამარტო საკმარისია დაგეგმილი მოსავლის მისაღებად, არამედ გადაჭარბებულიცაა. ცნება ნიადაგის „დაფოსფაჩირება“, სამწუხაროდ, გვხვდება მოსავლის დაკარგვის მიზეზის გამორკვევის დროს ცნებასთან „გადამარილება“. და ორივე ეს ცნება ხშირად პირდაპირ არის დაკავშირებული მინერალური სასუქის დაუზოგავი მოხმარებით.

მაშასადამე, რადგანაც არც შაბლონური გადაწყვეტილებების მიღება, არც იმისი მცდელობას, რომ მოვახდინოთ რეაგირება პრობლემაზე მას შემდეგ, რაც ის უკვე მოხდენილია, არ მივყავართ წარმატებისაკენ, რჩება ერთი – ზუსტად გავთვალოთ, რა რაოდენობის ყოველი კვებითი ელემენტია აუცილებელი ჩვენი კულტურისათვის, დაგეგმილი მოსავლის ფორმირებისათვის.

როგორ დავითვალოთ? მკვებავი ელემენტების საჭიროების გათვლის მეთოდები მუშავდება მსოფლიო მეცნიერების მიერ იმ მომენტიდან, როგორც კი დაიწყო მინერალური სასუქების მასიური გამოყენება. დღეისათვის არსებობს არც თუ ისე ცოტა სახეობის სასუქი, მაგრამ შედარებით ადეკვატურები მათ შორის ეყრდნობიან სამ ძირითად შემადგენლობას: დაგეგმილი მოსავლის სიდიდე, სხვადასხვა კულტურების განსხვავება ათვისებადობის უნარში, ნიადაგის უზრუნველყოფა მოცემული კვებითი ელემენტებით. და ისევ სასურველია გავერკვეთ თითოეულ კრიტერიუმში.

კვების საჭიროების ზუსტი გათვლა შეიძლება მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ დაგეგმილ მოსავალზე. რაც უფრო მეტი მოსავლის მიღება გვინდა, მით მეტი კვება იქნება საჭირო. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც მარტივი არ უნდა იყოს ეს აზრი, მოიძებნება კიდევ არც თუ ისე ცოტა კონსულტანტი, ზოგჯერ კი საკონსულტაციო კომპანიებიც, რომლებიც ამას ვერანაირად ვერ იგებენ. და რომლებიც აგებენ თავიანთი გამოთვლების ლოგიკას პრინციპით „ფოსფორის შემცველობა ნიადაგში 12, ფოსფორის ოპტიმალური შემცველობა ნიადაგში 18, ესეიგი უნდა შევიტანოთ ამდენი…“.

აგრონომიულად უაზროა ვისაუბროთ ფოსფორის ოფტიმალური დონის შემცველობაზე ნიადაგში, მაგალითად ხორბლისათვის, იმიტომ რომ 25 ც/ჰა მოსავლის ფორმირებისათვის საჭიროა ერთი რაოდენობის ფოსფორი, 70 ც/ჰა-სთვის კი სულ სხვა.

აუცილებელია გავითვალისწინოთ ისეთი აუცილებელი ფაქტორიც, რომელიც განსაზღვრავს ნებისმიერი გათვლის კორექტულობას, როგორიცაა მოცემული კულტურის მკვებავი ელემენტების ათვისების განსაკუთრებულობა. სხვადასხვა მცენარის ფუძისეული სისტემის ათვისების განსაკუთრებულობა ვარირებს. ამიტომ, მაგალითად, ფოსფორის შემცველობა ერთსა და იმავე ველზე შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი ერთი სახის კულტურის მაქსიმალური მოსავლის მისაღებად და კრიტიკულად არასაკმარისი სხვისთვის. ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ არა მხოლოდ ლიტერატურული წყაროებიდან, არამედ მცენარის დაკვირვებით მინდორში. ასე, მაგალითად, გაზაფხულზე აციებისას საგრძნობლად ჩერდება ფოსფორის მიწოდება პომიდორში. ეს კულტურა ფესვების ძალიან სუსტი ათვისების უნარით წმინდად ახდენს ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარის იასამნისფერობის დემონსტრირებას – ფოსფორის დეფიციტის დამახასიათებელი ნიშანი. ხოლო ჭარხალი, სტაფილო ან ხახვი, რომელიც იზრდება იმავე ადგილას, თავს გრძნობენ შედარებით კარგად. ამიტომ ნებისმიერი გათვლითი მეთოდი უნდა იყოს დაფუძნებული მცენარეების ამ განსაკუთრებულობის გათვალისწინებით.

და ბოლოს, კვებითი ელემენტის შემცველობა ნიადაგში. ის, რომ კვებითი ელემენტის შემცველობა უნდა გავზომოთ და გავითვალისწონოთ მინერალებით კვების საჭიროებების გათვლისას, – უდაო და გასაგებია. მაგრამ „ძაღლის თავი დამალულია“ წვრილმანებში და ამ წვრილმანებზე უნდა ვისაუბროთ განსაკუთრებით. პირველ რიგში, კარგი აგრონომისთვის სავსებით სულერთია, რამდენი ფოსფორია მის ნიადაგში (ან სხვა ნებისმიერი მკვებავი ელემენტი), მისთვის მნიშვნელოვანია მცენარისათვის ხელმისაწვდომი ელემენტის ფორმების შემცველობის ცოდნა (მოძრავი ფოსფორის, გაცვლითი კალიუმის…). მაგრამ ყველა ხელსაწყოსათვის, რომელიც ითვლის ელემენტების შემცველობას (ფოტოკოლორიმეტრიდან სპეკტრომეტრამდე), არააქ მნიშვნელობა ხელმისაწვდომ და მიუწვდომელ ფორმებს შორის. იმისათვის, რომ გამოვყოთ ნიადაგიდან ფოსფორი არასრულად, არამედ მცენარისთვის ხელმისაწვდომი ნაწილი, ამზადებენ გამწოვს სპეციალური რეაქტივების საფუძველზე. ამიტომაც კიდევ ერთხელ გვინდა განვუმარტოთ აგრონომებს, რომ ოცნებები ექსპრეს-ანალიზებზე სასწაული-აღჭურვილობით (ჩადებ ზონდს ნიადაგში და ნახავ – რამდენი რაოდენობის რა ელემენტებია იქ) ყოველთვის რჩება აუხდენელ ოცნებად. და რაც უფრო მეტი „ექსპენსიაა“ ანალიზში, მით უფრო დაბალია მისი სიზუსტე. სიზუსტე კი აქ განსაზღვრავს საქმის წარმატებულობას.

გამწოვის მოსამზადებელი რეაქტივების შემადგენლობა დამოკიდებულია ნიადაგის ტიპის განსხვავებაზე. ყველა ტიპის ნიადაგს შესაბამის რეგიონში შეესაბამება თავისი ანალიზის მეთოდი (ჩირიკოვის, მაჩიგინის, კირსანოვის მიხედვით და ა.შ.). ამიტომაც ისეთივე უაზროა ჩვენი ნიადაგის ანალიზი ჩავატაროთ გერმანიის ან ავსტრალიის ლაბორატორიაში, როგორც მათი ნიადაგის ნიმუშები ჩამოვიტანოთ ანალიზისთვის რუსეთის ან უკრაინის ლაბორატორიებში. კორექტულად არ გაკეთდება არცერთ შემთხვევაში. არ არის არც შესაბამისი რეაქტივები, არც შესაბამისი მეთოდიკის ცოდნა. ყველა თანახმაა? არა, ყველა არა. ამასთან კატეგორიულად არ უნდათ შეგულება ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ პრინციპით „არ არის წინასწარმეტყველება ჩვენს სამშობლოში“. ეს ხომ ასეთი პრესტიჟულია – გქონდეს შენს მაგიდაზე ნიადაგის ანალიზი ევროპული ლაპორატორიის ბლანკზე. აქ სურვილი გვიჩნდება გირჩიოთ ანალიზის ორჯერ ჩატარება: ერთი – „პრესტიჟისთვის“, ხოლო მეორე – იმისთვის, რომ ბოლობოლო გააკეთოთ სწორი გათვლა.

არის კიდევ მოქალაქეების კატეგორია, რომლებსაც გულწრფელად არ უყვართ მაჩიგინი, ჩირიკოვი და სხვა მეთოდიკის ავტორები, მიღებული ჩვენი ნიადაგისათვის. ეს ზოგიერთი ზედმეტად აზარტული სასუქის გამყიდველები არიან. მათთვის უფრო ახლოა ოლსენის მეთოდი, რომელიც სრულიად არაადეკვატურია ჩვენი ნიადაგისათვის, მაგრამ ყოველთვის აჩვენებს შედარებით ნაკლებ ნიადაგის უზრუნველყოფას მკვებავი ელემენტებით, ვიდრე სახელმწიფო სტანდარტების (ГОСТ) მეთოდები (რაც ასევე ნიშნავს სასუქების დიდ საჭიროებას). მოხუცი ოლსენი ცოცხალი რომ ყოფილიყო – ის პირადად განუდგებოდა მსგავს მანიპულაციებს, რომელიც დისკრედიტირებას უწევს დიადი ქიმიკოსის კეთილ სახელს.

ამიტომაც წაიკითხეთ ანალიზის შედეგები დაკვირვებით, მიაქციეთ ყურადღება იმ ადგილებს, სადაც მითითებულია ანალიზის ჩატარების მეთოდები და სახ. სტანდარტები (ГОСТ), და ნუ ენდობით დასკვნებს, სადაც ასეთი ინფორმაციის მოხსენიება ავიწყდებათ.

როდესაც ვსაუბრობთ ნიადაგის ანალიზის ჩატარების კორექტულობაზე, უნდა ავღნიშნოთ – ზუსტი ანალიზი იწყება სინჯების სწორი შერჩევით. და ამ საკითხში დღეს არ არის წესრიგი. ნუ გავჩერდებით ელემენტარულ უწესრიგობაზე, როდესაც დირექტორმა დაავალა აგრონომს, აგრონომმა დაავალა ბრიგადირს, ხოლო ბრიგადირმა გადააბარა მუშას, რომელიც წავიდა ტყის შემოგარენში, ამოთხარა ორი ვედრო მიწა და დაამზადა ორი ათეული შეფუთვა ეგერედ წოდებული „ნიადაგის სინჯისა“. საკითხის მნიშვნელობის გააზრებისას, ხელმძღვანელობის უმრავლესობა ასეთ შემთხვევებს აღარ უშვებს. განვიხილოთ სინჯების შერჩევის წესის სისტემური დარღვევის მაგალითები.

პირველი დარღვევა – შერჩევა ნიჩბებით. ნიჩაბს აქვს ფორმა, რომელიც ჰგავს სამკუთხედს და, ამიტომაც, შერჩევისას გამოდის ნიმუშში ზედა და ქვედა ჰორიზონტების არათანაბარი წარმოჩინება.
ამიტომაც ნიადაგის ნიმუშის შერჩევისას უნდა გამოვიყენოთ სპეციალური ბურღი, რომელიც საშუალებას იძლევა ავიღოთ ნიმუში საჭირო სიღრმიდან თანაბრად ყველა ჰორიზონტებით.

მეორე დარღვევა – შერჩევის სიღრმე. ანალიზისთვის უნდა შეირჩეს ნიადაგი ფუძისეული სისტემის განვითარების ყველაზე აქტიური ზონიდან. მინდვრის და ბოსტნეული კულტურების კლასიკური ტექნოლოგიებით გაშენებისათვის ეს არის სახნავი ფენა (25-35 სმ, დამოკიდებულია სახნავ სიღრმეზე). მაგრამ, მაგალითად, No-till ტექნოლოგიისას საფესვე სისტემა ფორმულირდება ნიადაგის შედარებით ზედა ფენებში და სინჯების შერჩევა ხდება 15 სმ სიღრმიდან.
ბაღებისათვის და ვენახისათვის, პირიქით, შესარჩევად იყენებენ 100 და 150 სმ სიღრმიდანაც კი, რისთვისაც სპეციალური ბურღებით ბურღავენ ჭაბურღილებს და არჩევენ ნიადაგის ნიმუშებს ფენებად (0-20, 20-40, 40-60 და ა.შ.).

მესამე დარღვევა – ფართობის ნაკვეთის ნორმატივის დარღვევა საშუალო სინჯის შერჩევისას. ყოველ ჯერზე, როცა ნიადაგში შეგვყავს ბურღი და ამოგვაქვს ის, ჩვენ ვიღებთ არა ნიადაგის სინჯს, არამედ ნიმუშს. არ შეიძლება ნიმუშის ანალიზი, ვინაიდან ის შეიძლება იყოს არატიპიური მთლიანი ნაკვეთისათვის. ამიტომაც ყოველი ნაკვეთიდან იღებენ რამოდენიმე ნიმუშს, ურევენ მათ, ხდიან საშუალოს და ამგვარად ქმნიან საშუალო სინჯს. მაგრამ საშუალო სინჯის ფორმირებაც არ ხდება უბრალოდ ველებიდან. ველი – ფარდობითი ცნებაა: ბელგიაში 20 ჰა-ც ველია, ხოლო ასტრახანის ოლქში გვიწევდა მუშაობა 1500 ჰა ველზეც კი.
აგროქიმიკოსების მიერ შემუშავებულია ნაკვეთის ზომის ნორმატივები და ნიმუშების რაოდენობა საშუალო სინჯის ფორმულირებისათვის. მინდვრის კულტურებისათვის სწორ ადგილმდებარეობაზე ერთი საშუალო სინჯი ირჩევა 30 ჰა-დან, გადამკვეთ ადგილებში ცალკე ირჩევა ნიმუში რელიეფის დაბლობიდან და ფერდობებზე, ირიგაციული კულტურებისათვის შერჩევის ნორმაა – ერთი სინჯი 10 ჰა-დან, ბოსტნეულისთვის საირიგაციო წვეთოვანი სისტემით – 2,5 – 3 ჰა-დან. ეს ნორმატივები პირდაპირ არის დაკავშირებული მცენარის ფასთან სხვადასხა ინტენსიურობის დონით. შეურჩევლობა 10 % საირიგაციო წვეთოვანი სისტემის ბოსტნეულ მოსავალზე იწვევს ფულის დაკარგვას, რომელიც ათასჯერ აღემატება ათი ზედმეტი ნიმუშის ანალიზის ჩატარების ღირებულებას. ამიტომაც, თუ შეგვიძლია გავუგოთ იმათ, ვინც თავს იზღვევს და არჩევს სინჯებს რეკომენდირებულზე მეტს, მაშინ ძალიან რთულია გავუგოთ მას, ვისაც მოაქვს ლაბორატორიაში ნიმუში 200 ჰექტრიანი ველიდან და ითხოვს, რომ დაუთვალონ მას მინერალური კვება ერთდროულად სამი კულტურისათვის.

მეოთხე დარღვევა – სინჯების არათანამედროვე შერჩევა. ანალიტიკური სამუშაოს პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვხვდებით შერჩევის პრობლემას. და ამასთან დაკავშირებით მინდა გამოვყო ასეთი დარღვევების უხეშობის დონე.

1 – სინჯების შერჩევა შემოთავაზებული სასუქების შეტანამდე ერთი კვირით ადრე. ეს ყველაზე ცოტაა დარღვევებიდან. იმიტომ რომ ამ დროში ლაბორატორია კი შეძლებს კორექტულად ჩაატაროს ანალიზი, გასცეს მისაღები სასუქების რეკომენდაციები, მაგრამ აი დრო კი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად მეპატრონეს ექნება ძალიან ცოტა (ჯერ უნდა იყიდოს სასუქი, მიიტანოს მეურნეობაში და ა.შ.). ამიტომაც ჯობია არ გავწელოთ ეს საკითხი და შევარჩიოთ ნიმუშები უცებ წინა მოსავლის აღების მერე.

2 – სინჯების აღება მოხვნის მერე. ეს უფრო არასასიამოვნო სიტუაციაა. ასეთ შემთხვევაში ნიადაგის ანალიზის ჩატარება არაა რთული, მაგრამ აი მინერალური კვების გათვლა უკვე რთულდება. კლასიკური სასოფლო-სამეურნეო კულტურის გაშენების ტექნოლოგიის უმეტესობისათვის ფოსფორის და კალიუმის ძირითადი რაოდენობის შეტანა შესაძლებელია პირველ რიგში თოხვნის ქვეშ, და კულტურის აღნიშნულ ელემენტებში მაღალი მოთხოვნილებისას ძალიან ძნელია მათი შეტანის საშუალებების ძებნა, როდესაც ნიადაგი უკვე მოხნულია.

3 – სინჯების შერჩევა მინერალური ან ორგანული სასუქების შეტანის შემდეგ. აი ეს უკვე ძალიან ცუდია. ამ შემთხვევაში შერჩეულ ნიადაგში ხვდება გაუხსნელი სასუქის ნაწილაკები, რომლებმაც შეიძლება ძალიან დაამახინჯონ ანალიზის შედეგები, შესაბამისად, სასუქის საჭიროების გათვლებიც. ასეთ შემთხვევაში ალბათ არც ღირს საერთოდ ანალიზის ჩატარება.

ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვილაპარაკოთ: სინჯის აღების ოპტიმალური დრო – მალევე წინა მოსავლის აღების მერე. დისკირებამდე ან მერე, მაგრამ ძალიან სასურველია მოხვნამდე, იმიტომ რომ სასუქების უმეტესობა შეჰყავთ მოხვნამდე (გარდა საირიგაციო წვეთოვანი გაშენებისა, სადაც მკვებავი ელემენტების ძირითადი რაოდენობა შედის მოსარწყავ წყალთან).

მაშასადამე, სინჯები შერჩეულია კორექტულად, ჩატარებულია ზუსტი ანალიზი, მოცემული ნიადაგისთვის ადეკვატური მეთოდით, შესრულებულია საჭიროების გათვლა ყველა მკვებავი ელემენტის მიმართ (მაკროელემენტებისათვის) და ამგვარად მიღებულია პასუხი კითხვაზე „რამდენი“?. და ჩვენ უკვე დარწმუნებით ვიცით, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი მოსავალისათვის მოცემულ ველზე მოცემულ წელს ჩვენ უნდა შევიტანოთ, მაგალითად, 150 კგ/ჰა ფოსფორი მოქმედ ნივთიერებაში (რასაც როგორც წესი აღნიშნავენ ასე – 150 კგ დ.ვ./ჰა Р2О5).

დარჩა კიდევ სამი საკითხი: რა სახის სასუქი, როდის და როგორ შევიტანოთ ეს ფოსფორი? პასუხები ამ კითხვებზე დაკავშირებულია ერთმანეთთს შორის. იგივე ფოსფორის მაგალითზე განვიხილოთ ეს ყველაფერი.

ფოსფორი მიეკუთვნება ელემენტს, რომელიც ნაკლებად მოძრავია ნიადაგში. ამ ფაქტის დემონსტრაციისათვის უნივერსიტეტებში ყოველთვის ატარებენ მარტივ ცდას, რომელშიც ორტოფოსფორის მჟავის ხსნარს, ინდიკატორთან შენაერთში (მეთილენის ლურჯი), ატარებენ ნიადაგის 10 სმ ფენაში, და მთელი ფოსფორი მყისვე უერთდება ნიადაგის მშანთქმელ კომპლექსს, რაც კარგად ჩანს ფილტრის უფერულობით. სამწუხაროდ, ბევრი სტუდენტი, ალბათ, აცდენდა ამ გაკვეთილებს, იმიტომ რომ ხშირად გვიწევს სულელური საუბრის მოსმენა ფოსფორის მიმოფანტულად შეტანაზე მინდვრის ზედაპირზე. ფოსფორი უნდა შევიტანოთ იმ სიმაღლეზე, სადაც განთავსებულია ფესვების ძირითადი მასა. მშრალ მიწაზე ეს ის სახნავი ფენაა, რომლის ზედა 5-7 სმ იძლევა ფოსფორს ვეგეტაციის დასაწყისში, ხოლო ზაფხულში, ზედა ფენების გამოშრობასთან ერთად, მცენარე აითვისებს ფოსფორს ჰორიზონტიდან 7-30 სმ.

ამიტომაც ფოსფორი მშრალ ნიადაგზე შეაქვთ ძირითადად მოხვნისას სიღრმეზე 25-30 სმ. ამ მიზნებისათვის ძირითადად იყენებენ სუპერფოსფატს, ამოფოსს, მჟავე ნიადაგებზე ფოსფორულ ფქვილსაც კი.

აი გაჩნდა პასუხი კითხვებზე „რომელი სასუქი ავირჩიოთ, როდის და როგორ შევიტანოთ ისინი?“. მაგრამ აქ არის თავისი ნიუანსები.

თესლის წამოზრდის პირველ დღეებში, უცებ ფესვურ კვებაზე გადასვლის შემდეგ, პატარა მცენარე განიცდის სირთულეებს ნიადაგიდან მკვებავი ელემენტების ათვისებაში. ეს დაკავშირებულია ამ ეტაპზე ფესვების სუსტ განვითარებასთან. ამიტომაც, ჩვენი ფოსფორის პრობლემასთან დაბრუნებისას, მისი ნაწილის შეტანას ჩვენ ვგეგმავთ დათესვასთან ერთად, სასუქის თესლთან შორიახლოს მოთავსებით, რომ ვუზრუნველყოთ ამ ელემენტის მოთხოვნილება მცენარის სიცოცხლის პირველ დღეებში. შეიცვალა სასუქის შეყვანის საშუალება – იცლება მისი შეტანის ვადა, შესაბამისად შეიცვლება სასუქის ფორმაც. ვინაიდან ამ ეტაპზე მცენარეს ჭირდება მკვებავი ელემენტების კომპლექსები, ამიტომაც სასუქის სახით ჯობია ავარჩიოთ, მაგალითად, ნიტროფოსფატი, სადაც ფოსფორის გარდა შემადგენლობაში შედის აზოტი და კალიუმი.

შესაძლოა, ახლა ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდით მინერალური სასუქის ფორმებთან, ვადებთან და შეტანის საშუალებებთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა არა. იმიტომ, რომ რეგიონის კლიმატური პირობების ჯანსაღად გაანალიზებისას, სავარაუდო დათესვის ვადების და იმისი ცოდნით, რომ ფოსფორის ათვისებადობა ფესვების მიერ მკაცრად არის დამოკიდებული ნიადაგის ტემპერატურაზე, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ გაზაფხულზე, როდესაც ნიადაგი ჯერ კიდევ არაა გახურებული საკმარისი დოზით, ფოსფორის მიმართ მგძნობიარე კულტურებზე (მაგალითად, სიმინდი) ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ფოსფორული შიმშილის პრობლემას, ნიადაგის კარგი უზრუნველყოფის შემთხვევაშიც კი. იმიტომ რომ დაბალ ტემპერატურაზე ზოგიერთი კულტურის ფესვები ნელა ითვისებენ ნიადაგიდან ხელმისაწვდომი ფოსფორის ფორმებსაც კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფესვური სისტემა ჯერ არ არის კარგად განვითარებული. ამ შემთხვევაში შედარებით ეფექტურად შეიძლება გამოგვადგეს არაფუძისეული კვება, სასუქის გამოყენება ფოთლებზე. სუფერფოსფატით? ამოფოსით? ნიტროფოსკით? არა, რა თქმა უნდა, ასეთი გამოყენებისათვის ეს სასუქები არ გამოდგებიან. არაფუძისეულ კვებას ატარებენ ან მონოკალიუმფოსფატით, ან სპეციალური ჰელატური, კომპლექსური წყალშიხსნადი სასუქებით.

და ისევ ვადის შეცვლას მოჰყვება გამოსაყენებელი სასუქების შეტანის მეთოდების და ფორმების ცვლილება.

ასევე სასუქის ფორმის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ნიადაგის მჟავიანობა, კონცენტრაცია ნიადაგის ხსნარში ქლორიდის, სულფატ- და კარბონატ- იონების, სხვადასხვა სახეობის სასუქის მარილიანობის ინდექსის და მათში მიმდინარე ბალასტური ელემენტების და შენაერთების არსებობა.

ასე, მაგალითად, სამხრეთ უკრაინის ფერმერ-მებაღისათვის ფოსფორული სასუქის მნიშვნელოვან სახეობად შეიძლება იქცეს ორტოფოსფორული მჟავა, რომელიც გამოიყენება მცირედ დოზებში მოსარწყველ წყალთან. მას არა მხოლოდ მიაქვს ფოსფორი მცენარემდე, ასევე ამცირებს ნიადაგის ხსნარის рН (ზოგჯერ ძალიან მაღალს ამ რეგიონში), ასევე წმინდავს საწვეთურებს სხვა სასუქების ნალექისაგან, რომელიც გამოყენებული იყო ადრე ასეთივე მეთოდით.

ანალოგიური მაგალითები შეიძლება ჩავატაროთ აზოტური, კალიუმით, კალციუმით კვების დაგეგმვისას.

ამგვარად ყველაფერი არც ისე ადვილია, მაგრამ მხოლოდ ასეთი მიდგომით შეიძლება ავაგოთ მინერალური კვების პროგრამა სწორად და კულტურების მოთხოვნილებების შესაბამისად. ეს გათვლები რთული და მაშტაბურია, ხოლო უნდა ჩატარდნენ ისინი სწრაფადაც და ზუსტადაც. რა თქმა უნდა ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში ეს არ უნდა კეთდებოდეს კალკულატორზე.

ყველა ეს გათვლები, რა თქმა უნდა, არ უნდა დავადოთ ტვირთად მხრებზე აგრონომს. ეს საკონსულტაციო სტრუქტურის დავალებაა, რომელიც ვალდებულია არამარტო ჩაატაროს ნიადაგის ანალიზი და შეადგინოს უზრუნველყოფის რუკები, არამედ გათვალოს დათესვაში გამოსაყენებელი მინერალური სასუქების ზუსტი გეგმა. ხოლო აგრონომებმა კარგად უნდა იცოდნენ და ესმოდეთ ასეთი გათვლების ყველა ძირითადი წესები და პრინციპები, რომ, ერთის მხრივ გააკონტროლოს კონსულტანტების კომპეტენციის დონე, ხოლო მეორეს მხრივ, მაქსიმალურად ზუსტად და სწორად შეასრულოს ეს რეკომენდაციები და გეგმები.

ჩვენი ლაბორატორიის მიერ უკვე რამოდენიმე წელია გამოიყენება «Агроанализon-line»-ის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შექმნილია უკრაინული კომპანიის „აგროსოფტის“ მიერ, რომელიც იძლება გათვლების წარმოებას ჩასწორების, ბალანსური და გათვლით-ნორმატიული მეთოდით. მონაცემების დამუშავების ალგორითმები ორიენტირებულია ნიადაგის ანალიზის ყველა მეთოდზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების სახ. სტანდარტებით (ГОСТ) (ჩირიკოვის, მაჩიგინის, კირსანოვის, კარპინსკის მიხედვით და ა.შ.).

პროგრამა არა მხოლოდ ითვლის კულტურის კვებითი ელემენტების საჭიროებას, არამედ ავტომატურად გადაითვლის ამ საჭიროებას მინერალური სასუქების ოპტიმალურ ფორმებზე თითოეული კულტურისათვის ნიადაგის მახასიათებლების, გაშენების მეთოდის, შეტანის პერიოდის და ბევრი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საბოლოო საბუთი, რომელსაც გენერირებს ეს პროგრამა, წარმოადგენს მინერალური სასუქების გამოყენების გეგმას, რომელშიც ყველა სასუქი დათვლილია ფიზიკურ წონაში, განაწილებულია შეყვანის ეტაპებით, შეყვანის საშუალებების მითითებით. ეს საბოლოო შედეგია, ინსტრუქცია აგრონომისათვის, მენეჯერისათვის. მხოლოდ ასეთ საბუთს აქვს რეალური ფასი მეურნეობისათვის, რომელმაც შეუკვეთა ნიადაგის ანალიზი, და მხოლოდ ასეთი დონე უნდა უზრუნველყონ საკონსულტაციო კომპანიებმა.

ვადიმ დუდკა,
„აგრო ანალიზის“ კომპანიის დირექტორი,
ქ. კახოვკა, უკრაინა